დმანისის ცენტრში ახალგაზრდები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. [ვიდეო/video]
დაპირისპირება დმანისში სვანეთიდან ჩასახლებულ ეკომიგრანტებსა და ადგილობრივ ეთნიკურად აზერბაიჯანელებს შორის ერთ-ერთ მაღაზიასთან მოხდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დმანისის მერს, გიორგი ტატუაშვილს ესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ დაპირისპირების მიზეზი მისთვის უცნობია და ამას საგამოძიებო უწყებები დაადგენენ.
თუმცა გავრცელებული ინფორმაციით, მაღაზიაში გარკვეული პირები პროდუქტებს ყიდულობდნენ და საფასურს არ იხდიდნენ.
სწორედ გადაუხდელი ფულის გამო დაიწყო კონფლიქტი. აღნიშნული ფიზიკური დაპირისპირების ამსახველი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა, რომელშიც ჩანს, რომ ორი დაპირისპირებულ ჯგუფი ერთმანეთს ფიზიკურად ჯოხებით გაუსწორდნენ.
შემთხვევის დროს რამდენიმე პირი დაშავდა, დაზიანებული მაღაზიაც, რომლის წინაც კონფლიქტი მოხდა.