თბილისში, ნაძალადევის რაიონში, ხუდადოვისა და მანჯგალაძის ქუჩების კვეთაზე სროლა იყო.
ცეცხლი ავტომობილს გაუხსნეს, რომელშიც სამი ადამიანი ისხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ავტომობილის მძღოლი დაიჭრა.
ავტომობილმა ტერიტორია პოლიციის მისვლამდე დატოვა.
დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის უცნობია.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.