40 ლარიანი ვაუჩერი სკოლის მოსწავლეებისთვის

2021-05-16 12:18:30

შეჭირვებული მოზარდებისთვის თბილისის მერიას სპეციალური პროგრამა აქვს, რომელიც სკოლის მოსწავლის ასაკის ბავშვებისთვის განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობას ითვალისწინებს.

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, ბავშვების განათლების დონის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებულ ბავშვთა, ხელოვნების სკოლებში თითო სახეობის არჩევის უფლებით, სწავლების ღირებულების ანაზღაურებას.

ვინ არიან ქვეპროგრამის ბენეფიციარები?

ქვეპროგრამის ბენეფიციარები არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში 70 000 და დაბალი სარეიტინგო ქულით რეგისტრირებული 18 წლამდე ასაკის ბავშვები და მოზარდები.

რას მოიცავს ქვეპროგრამა?

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა თვეში შეადგენს 40 ლარს.

როგორ უნდა ჩაერთოს პირი ქვეპროგრამაში?

მომსახურების მიღება ხელოვნების სკოლისთვის განცხადებით მიმართვის საფუძველზე ხორციელდება.