ავარია მსხვერპლით დასრულდა

2021-05-15 11:47:50

საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ ჩაილურთან ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს საპირისპიროდ მოძრავი "ოპელის" მარკის მსუბუქი ავტომობილი და მიკროავტობუსი შეეჯახა.

შემთხვევის შედეგად 35 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

დაშავებულები ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.