რუსთავში კოვიდ19-ზე 229 პირი შემოწმდა

2021-05-12 17:35:06

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 25 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 136 პირი გამოიკვლიეს.

გამოკვლეულებს შორის 29 პედაგოგი და 4 ტაქსის მძღოლი, კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 93 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.