აქცია "სპორტი საზღვრების გარეშე" (ვიდეო)

2017-07-18 20:46:48

"სპორტის საზღვრების გარეშე შენთან ერთად" ამ სახელწოდების აქცია გამართა "თავისუფალ მოაზროვნეთა კლუბმა" XVII მიკრო-რაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საკალათბურთო მოედანზე. კლუბის ხელმძღვანელი ამირან ჯანჯღავა აცხადებს რომ - "აქციის მიზანია სპორტის წახალისება, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა სფეროს სხვადასხვა სპორტსმენი იქნება მოწვეული და მათ რიგით რუსთაველებთან ერთად ექნებათ საშუალება, პოპულარულ და პროფესიონალ სპორტსმენებთან ერთად ითამაშონ, გაიზიარონ მათი გამოცდილება და ამ კუთხით მოხდეს ჯანსაღი ცხოვრების დანერგვა". დღევანდელ აქციაზე რუსთაველები კაკი დვალიშვილს და სერგი ათუაშვილს შეხვდნენ. ნახეთ ვიდეო.