ძლიერი ხანძარი დიდუბეში

2021-05-10 11:45:22

თბილისში, დიდუბის მეტროს მიმდებარე ტრიტორიაზე ხანძარია.

როგორც “ინფო რუსთავს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის ადგილზე ცეცხლის ჩასაქრობად 6 სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. ადგილზე ხდება დამატებითი ძალების მობილიზებაც.

ამ დროისთვის უცნობია, თუ რას გაუჩნდა ცეცხლი და რა ფართობზეა ხანძარი გავრცელებული.

დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ სტატია განახლდება