თელავში დაკარგული 22 წლის ნიკოლოზ რაზიკაშვილი გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" ახალგაზრდა ბიჭის ძმამ, სუმელჯი რაზიკაშვილმა, განუცხადა ცხედარს თელავთან ახლოს ტყეში მიაგნეს.
გარდაცვლილის ძმის თქმით, 22 წლის ნიკა დეპრესიული იყო და, სავარაუდოდ, თავი მოიკლა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა რაზიკაშვილი სახლიდან 3 მაისს გავიდა და მას ოჯახის წევრები 6 დღის განმავლობაში ეძებდნენ.