ვიზიარი 4 ახალ მიმართულებას ამატებს

2021-05-07 12:06:56

დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ევროპის 4 მიმართულებით ფრენებს ამატებს – ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში დაუდასტურეს.

მათივე ცნობით, მაისში ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს რიგის, დორტმუნდის, კატოვიცესა და გდანსკის მიმართულებით ანახლებს.

პანდემიამდე არსებული მიმართულებების განახლების შესახებ აეროპორტების გაერთიანება კომპანიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ფრენები ეტაპობრივად ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აღდგება.