რუსთავის კიდევ ერთი ანსამბლის წარმატება

2017-07-17 22:17:40

რუსთავის ანსამბლი "მწვერვალი" თურქეთში ფოლკროლური და ეროვნული ცეკვების საერთაშორისო კონკურსზე "ოქროს მიხაკი" იმყოფებოდა. ღონისძიება 12 ივლისიდან 17 ივლისამდე მიმდინარეობდა, კონკურსში 15 ქვეყანა იღებდა მონაწილეობას და ფესტივალი უკვე მეცხრამეტედ გაიმართა. ფინალი გუშინ შედგა, რუსთავის ანსამბლმა საპრიზო მესამე ადგილი დაიკავა. პირველი ადგილი სერბეთს, ხოლო მეორე არგენტინას ერგო. ანსამბლის ხელმძღვანელების თქმით კონკურსზე ორმა მონაწილემ ტრამვა მიიღო რის გამოც "მწვერვალი" მესამე პოზიციას დასჯერდა. ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელ: ხათუნა წოწორია ; ქორეოგრაფები: ლერი მინდაძე და ჯუმბერ წოწორია.