მთავარი ეპიდემიოლოგის პროგნოზი

2021-05-06 13:06:07

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა, პანდემიის დასრულება რთული იქნება.

“ჯერჯერობით, მესამე ფაზის კვლევა ბავშვებზე, ანუ 12 წლის ზემოთ, აქვს მხოლოდ ფაიზერს გაკეთებული. შეაჩერა ეს ასტრაზენეკამ და კიდევ რამდენიმე კომპანიამ. ჩემი ინფორმაციით, ამერიკის წამლის სააგენტოს, ჯერჯერობით, ბავშვებში გამოყენებაზე დასტური გაცემული არ ჰქონდა. კანადას რასაც მეუბნებით შეიძლება არის მესამე ფაზის კვლევა და ეს არ არის ვთქვათ უკვე დანერგვა ვაქცინის. თუმცა, გიდასტურებთ იმას, რომ, თუ ბავშვების ვაქცინაცია არ მოხდა ისე, რა თქმა უნდა, რთული იქნება პანდემიის დასრულება”, – განაცხადა გამყრელიძემ TV პირველის ეთერში.

მისივე თქმით, კარგია, რომ კორონავირუსი მცირეწლოვნებს ნაკლებად ერჩოდა, თუმცა ამბობს, რომ ბავშვები აქტიური გამავრცელებლები არიან.