კბილის ამოღება გაძვირდა

2021-05-06 12:53:39

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის აპრილში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 7.2 პროცენტი შეადგინა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2021 წლის აპრილში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 6.93 პროცენტი შეადგინა.

ფასები გაზრდილია სტომატოლოგის მომსახურებაზე  (კბილის ამოღება) – 30,83%-ი გაძვირდა.

ნახეთ ასევე სხვადასხვა პროდუქტების ჩამონათვალი, რომელზეც ფასები ყველაზე მეტად არის გაზრდილი.

მზესუმზირის ზეთი - 76,64%-ით;

თერმომეტრი - 68,35%-ით;

ქორწინების 958 სინჯის ოქროს ბეჭედი - 38,51%-ით;

საშინაო ფეხსაცმელი კაცის - 34,64%-ით;

წიწიბურა - 32,22%-ით;

ლურსმანი - 31,88%-ით;

საშინაო ფეხსაცმელი ქალის - 28,76%-ით;

ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები - 28,26%-ით;

ქალის ზამთრის ფეხსაცმელი - 27,91%-ით.