ქვეყანაში ეპიდსიტუაცია გაუარესდა

2021-05-06 12:31:32

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია აცხადებს, რომ კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა დაწყებულია.

"მესამე ტალღა დაწყებულია, ჯანდაცვის სისტემაც და ჩვენი კლინიკაც მზად არის ამისთვის. საწოლებს რაც შეეხება, შემთხვევების მატებასთან ერთად ხდება საწოლების მობილიზებაც. ამ ეტაპზე ჩვენთან ყოველი საწოლი დაკავებულია ყოველდღე, უბრალოდ ხდება ტრიაჟი.

უკვე გაწერილი პაციენტების ადგილებს ახლები იკავებენ და ეს მუდმივი პროცესია. ცენტრიდან, დაახლოებით, 10-12 პაციენტი ეწერება ყოველდღე და ამდენივე შემოდის", - განაცხადა ეზუგბაიამ.