მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა

2021-05-06 12:24:48

პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა მაკროეკონომიკური გარემოს მიმოხილვა გამოაქვეყნა. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2021 წლის პირველ კვარტალში, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარის კურსი დოლართან 11.7%-ით გაუფასურდა, ხოლო წინა კვარტალთან მიმართებით  1.3%-ით გაუფასურდა

ამასთან ერთად პირველ კვარტალში ლარი თითქმის ყველა ვალუტის მიმართ გაუფასურდა, გარდა თურქული ლირისა.  ევროსთან მიმართ 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ლარის კურსი 19.3%-ით გაუფასურდა, აზერბაიჯანულ მანათთან 11.6%-ით, უკრაინულ გრივნასთან 1.4%-ით, რუსულ რუბლთან 0.9%- ით და სომხურ დრამთან 4.1%-ით.