მიიღებთ თუ არა 200-ლარიან დახმარებას მომდევნო თვეში

2021-05-05 17:09:15

200-ლარიანი კომპენსაციის გაცემის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განაცხადების წარდგენას ივნისის თვეშიც შეძლებთ.

როგორც "ინფო რუსთავს" შემოსავლების სამსახურში განუცხადეს, თუკი დადგენილებაში რაიმე ცვლილება არ განხორციელდა, განცხადებების წარდგენა იმ პირთათვის, რომლებიც აკმაყოფილებენ 200-ლარიანი დახმარების მიღების კრიტერიუმებს, ივლისის თვის ჩათვლით იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, სამსახურდაკარგული პირები, საქართველოს მთავრობის ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმის ფარგლებში, 200-ლარიან დახმარებას 2021 წლის იანვრის თვიდან იღებენ.

დამსაქმებლებმა, ყოველი თვის 20 რიცხვის ჩათვლით (განაცხადის როგორც წარდგენისთვის ასევე დაზუსტებისთვის), უნდა წარმოადგინონ იმ პირთა სია, რომლებიც ერთობლივად დააკმაყოფილებენ მითითებულ ბმულზე მოცემულ კრიტერიუმებს.