საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

2021-05-03 12:13:31

12 მაისის ჩათვლით რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს.

უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში მიიღო. საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილება კი არ იზღუდება.

მობილობის შემცირების მიზნით, 4-11 მაისი საქართველოში უქმე დღეებადაა გამოცხადებული.