რუსთავში სასულიერო პირებმა სასაფლაოები აკურთხეს

2021-05-03 11:55:11

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, რუსთავის ხარების ტაძარის წინამძღვარმა, დეკანოზმა მიქაელ ჭაბაშვილმა რუსთავში არსებული სასაფლაოები აკურთხა. სასაფლაოები იკურთხა ეპარქიებშიც.

ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს მიცვალებულთა ხსენების დღეა. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში, საღმრთო ლიტურგიაზე მიცვალებულთა სულები მოიხსენიეს და პანაშვიდი გადაიხადეს.

ამ დღეს, როგორც წესი, მოქალაქეები საფლავებზე გადიან, თუმცა წელს, კორონავირუსის საფრთხის გამო დედაქალაქსა და რეგიონებში სასაფლაოებს სამართალდამცველები აკონტროლებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილების თანახმად, მიმდინარე წლის 2, 3 და 4 მაისს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სასაფლაოების ტერიტორიაზე მოქალაქეების შესვლა აკრძალულია.