ბიჭი მაღალი ძაბვის ბოძზე ავიდა და სუიციდით იმუქრებოდა

2021-05-03 00:12:01

ზუგდუდში, მდინარე შხოუშას სანაპიროზე, თეთრი გიორგის ქუჩის ბოლოს მდგარ მაღალი ძაბვის ბოძზე 19 წლის ბიჭი ავიდა და გადმოხტომა სცადა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ, ბოძზე ასვლამდე სახლში იჩხუბა. ჩხუბის შემდეგ სახლიდან წასულ ბიჭს მეზობელიც გაჰყვა, სწორედ მან შეუშალა ხელი ახალგაზრდას რომ არ გადმომხტარიყო და ფაქტის შესახებ 112-ს აცნობა.

ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა, ახალგაზრდა მაღალი ძაბვის ბოძიდან ამწის მეშვეობით ჩამოიყვანეს.

ერთ-ერთი ვერსიით, ჩხუბის მიზეზი ახალგაზრდა ბიჭისთვის შეყვარებულის მიერ ნათქვამი უარი გახდა.