კოვიდსასტუმროში ქალი გარდაიცვალა

2021-05-02 00:19:40

ბათუმში, კოვიდსასტუმროში შუახნის ქალი გარდაიცვალა. ფაქტთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

სამინისტროს ინფორმაციით, შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა.

„გარდაცვლილია 55 წლის ქალი. რომელსაც თავიდან აღენიშნებოდა რამოდენიმე დღიანი ცხელების ანამნეზი. 23 აპრილს, დაუდასტურდა კოვიდინფექცია. 24აპრილს მოთავსდა ერთ-ერთ კოვიდსასტუმროში. 26 აპრილს ჩაუტარდა პროტოკოლით გათვალისწინებული კვლევები.

პაციენტის ბოლო 3 დღე იყო უსიმპტომო. შესაბამისად, გუშინ საღამოს 21.30 სასტუმროში ბოლო სამედიცინო შემოვლისას პაციენტი იყო სტაბილურად სიმპტომების გარეშე.

დილით, 12:00 საათზე დაფიქსირდა გარდაცვალების ფაქტი. შესაბამისი უწყებების მიერ მოხდება ფაქტის შესწავლა და გარდაცვალების მიზეზის დადგენა“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.