მსუბუქი ავტომობილი ქვეითს შეეჯახა

2021-04-30 19:23:33

მარნეული-სადახლოს საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე 70 წლამდე მამაკაცს შეეჯახა. კაცის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.