1 გარდაცვლილი და 1 დაშავებული

2021-04-29 18:03:35

საგარეჯოში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

მსუბუქი ავტომობილი ახალგაზრდა ქალს დაეჯახა, რომელიც სასწრაფო დახმარების ადგილზე მისვლამდე გარდაიცვალა.

გარდა ამისა, ავარიის შედეგად დაშავდა 20 წლამდე გოგოც.

ავტომობილის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა მისი იდენტიფიცირება მალევე მოახდინეს.