რუსთავში "სინოფარმით" აცრა 3 კლინიკაში იქნება შესაძლებელი

2021-04-28 17:42:53

რუსთავში, 5 მაისიდან "სინოფარმით" ვაქცინაცია დაიწყება.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ჩინური წარმოების ვაქცინით აცრა შესაძლბელი "კლინიკა რუსთავთან" ერთად, რუსთავის N1 და N2 დიაგნოსტიკურ ცენტრებშიც იქნება.

ბეგაშვილის თქმით, მოსახლეობის აქტივობა საკმაოდ მაღალია. მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის, ჩინური წარმოების ვაქცინით აცრაზე რუსთავში 870 პირია დარეგისტრირებული.

როგორც დავით ბეგაშვილი აცხადებს, "კლინიკა რუსთავში" გაგრძელდება "ასტრაზენეკათი" ვაქცინაციაც.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელი კითხვაზე, "სინოფარმის" ვაქცინის რამდენი დოზა გადმოეცა რუსთავს, პასუხობს, რომ "რამდენიც საჭიროა".

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები