შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

2021-04-28 13:47:39

შალვა ნათელაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში წერს.

"ძვირფასო მეგობრებო, დამიდგინდა კოვიდი. პროცესი მიმდინარეობს მსუბუქად. ვარ ორკვირიან იზოლაციაში და ვმუშაობ სახლიდან. ყველა ძალიან მენატრებით და მიყვარხართ", - წერს ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.