პროტესტი მეორე დღე რუსთავში [photo]

2021-04-28 10:58:06

"რუსთავის აზოტის" თანამშრომლები მეორე დღეა გაფიცულები არიან.

საწარმოს ტერიტორიაზე შეკრებილთა მთავარი მოთხოვნა, გაიზარდოს ხელფასები, უცვლელი რჩება.

როგორც "ინფო რუსთავს" აქციის მონაწილეებმა განუცხადეს, მათთან გამოსული იყო დირექტორის წარმომადგენელი, რომელმაც განაცხადა, რომ 12 საათისთვის გახდება ცნობილი, აპირებენ თუ არა ხელმძღვანელები პროტესტის მონაწილეებთან შეხვედრას და მათი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

იმ შემთხვევაში, თუ დიალოგი ვერ შედგება და მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეთა თქმით, საწარმო სრულყოფილ ფუნქიონირებას ვეღარ შეძლებს და ნელ-ნელა გაჩერებას დაიწყებს.

აქციის მონაწილეებთან შესახვედრად საწარმოს ტერიტორიაზე მოსული იყო საქართველოს პროფესიული კავშირის წარმომადგენელი, ლავრენტი ალანია, რომელიც გაფიცულ თანამშრომლებს თანადგომასა და მხარდაჭერას უცხადებს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები