კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-27 23:20:29

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში PCR ტესტით გამოკვლეულ 12 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე დღის განმავლობაში PCR ტესტით კიდევ 194 პირი შეამოწმეს.

56 PCR ტესტს შორის ლაბორატორიიდან ასევე 12 დადებითი პასუხი მოვიდა N2 დიაგნოსტიკურ ცენტრშიც. სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას განცხადებით დღის განმავლობაში PCR-ით 36 ადამიანი გაიტესტა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, სწრაფი ტესტების სიმცირეა, რის გამოც კლინიკებში კორონავირუსზე კვლევები PCR ტექნოლოგიით ტარდება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები