TBC pay-ს აპარატი მოიპარეს

2017-07-16 11:32:43

რუსთავში, ბათუმის ქუჩიდან (ძველი ბაზრის შესასვლელიდან) TBC pay-ს აპარატი მოიპარეს. შემთხვევა 2 დღის წინ მოხდა, აპარატი დაახლოებით 120 კილოს იწონის და სავარაუდოდ, ის რამდენიმე ადამიანმა მოიპარა. არსებული ინფორმაციით, ირგვლივ რამდენიმე კამერაა განთავსებული, თუმცა ქურდებმა ეს ფაქტიც გაითვალისწინეს და სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გატანამდე ვიდეო კამერები დააზიანეს. TBC pay-ს აპარატში თანხა, სავარაუდოდ, 100 ლარამდე იქნებოდა. კომპანიამ ბაზრის შესასვლელში სწრაფი ჩარიცხვის ახალი აპარატი უკვე განათავსა.

აღსანიშნავია რომ მსგავსი ფაქტი რუსთავში არაერთხელ დაფიქსირდა.