120 კილოიანი აპარატი 3 მამაკაცმა მოიპარა (ვიდეო).

2017-02-09 15:20:07

დავით გარეჯის ქუჩაზე კომპანია "ნოვა"-ს სწრაფი ჩარიცხვის აპარატი (ფეიბოქსი) მოიპარეს. მაღაზიის გამყიდველის თქმით მასთან ახალგაზრდა მამაკაცი მივიდა, გაეცნო როგორც კომპანიის წარმომადგენელი და განუცხადა რომ აპარატი ახალი პროგრამის ჩაწერის მიზნით გადაჰქონდათ. კომპანია "ნოვა"-ს რუსთავის წარმომადგენლობაში გვითხრეს რომ აპარატი მოპარულია და მათი თანამშრომელი აღნიშნულ მისამართზე არ ყოფილა.


"ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თაღლითობას გულისხმობს.