ამ წუთებში თბილისში, ქვემო ფონიჭალაში სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, გამოვლენილია ნარკორეალიზაციის უპრეცენდენტო სქემა, რომელშიც ფიგურირებს არასრულწლოვანი.
"მიმდინარე სპეცოპერაცია უკავშირდება ნარკოტიკული საშუალების გაყიდვას. აღნიშნული ღონისძიება უპრეცენდენტოა, რადგან სქემაში ჩართულია არასრულწლოვანი.
გამოძიება 260-ე მუხლით გრძელდება, არასრულწლოვნის მეშვეობით ხდებოდა ნივთიერების გადატანა, ის ახდენდა კონკრეტულ მისამართზე აღნიშნული ნივთიერებების მიტანას შემდგომი გასაღების მიზნით," - აღნიშნა შსს-ს წარმომადგენელმა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის დაკავებულია რამდენიმე პირი.