ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-26 19:16:27

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 4 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 233 პირი შეამოწმეს.

მისი თქმით, 34 პირი სწრაფი ტესტით, ხოლო 199 PCR-ით გაიტესტა.

ასევე PCR-ით გაიტესტა 56 რუსთაველი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

PCR ტესტების პასუხი 24 საათში იქნება ცნობილი.

რუსთავში სწრაფი ტესტების სიმცირეა, როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ბეგაშვილმა განგვიცხადა, მარაგი უახლოეს დღეებში შეივსება.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები