მშენებლობაზე დასაქმებულ მუშას სატვირთო დაეჯახა

2021-04-26 18:18:15

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბალაითურში მამაკაცს სატვირთო ავტომობილი დაეჯახა.

როგორც "ინფო რუსთავს" მერის წარმომადგენელმა, რეზო მესხიძემ განუცხადა, შემთხვევა ციხის ტერიტორიაზე მოხდა, სადაც სამშენებლო პროცესი მიმდინარეობდა.

40 წლამდე კაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორ "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობის გამოიწვია.