„კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ"

2021-04-26 18:11:06

კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ",- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ უწყებათა შორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის მიმდინარეობს მუშაობა იმ პარამეტრებზე, რაც კოვიდპასპორტსი უნდა აისახოს.

კოვიდპასპორტებს ნამდვილად განვიხილავთ, მიმდინარეობს მუშაობა იმ ძირითად პარამეტრებზე, რაც აისახება კოვიდპასპორტში - ეს იქნება აუცილებლად ვაქცინაციის ისტორია, იქნება გადატანილი დაავადების ისტორია და რიგ შემთხვევაში, იქნება PCR ტესტის პასუხი. აქედან გამომდინარე, მიდის ამაზე მუშაობა და ვფიქრობ, მოკლე ხანში უკვე რეალურად დაინერგება ეს პრაქტიკაც,”- განაცხადა გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, კოვიდპასპორტი იმ პრინციპებზე იქნება აგებული, რა პრინციპებიც ამ მიმართულებით ევროკავშირში არის და მასზე მუშაობა 2 კვირის განმავლობაში დასრულდება.