საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი ჯერ-ჯერობით არ ფიქსირდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო დედამიწაზეა და არის შესაძლებლობა, რომ ქვეყანაში ინდური შტამის შემთხვევები დაფიქსირდეს.
"საქართველო არის დედამიწის ნაწილი და ვერ იქნება იზოლირებული მთელი მსოფლიოსგან. როცა ვირუსი ყველგან გავრცელდება, იზოლირებული ვერ დარჩები. საქართველო მთვარეზე არ არის, დედამიწაზეა. შესაბამისად, პირდაპირი რისკები არ იქნება კარანტინის შემთხვევაში, მაგრამ როცა ინდური შტამი ყველგან გავრცელდება, საქართველო ვერ ჩაიკეტება“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.