კოვიდ19-ის ახალი შტამი, რომელიც სწრაფად ვრცელდება

2021-04-25 18:12:22

ინდოეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რეკორდულად, 350 000-ით, გაიზარდა, 2767 ადამიანი კი გარდაიცვალა.

საავადმყოფოები გადავსებულია ინფიცირებულებით და ქვეყანა ჟანგაბის ნაკლებობას განიცდის.

გარდა ამისა, გადავსებულია ლაბორატორიებიც, სადაც ვირუსზე ტესტირების პროცესი მიმდინარეობს.

ინდოეთში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთება გამოხატა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა.

ინდური შტამი ინდოეთის გარდა დაფიქსირდა: ამერიკაში, ბელგიაში, ბრიტანეთში, შვეიცარიაში, ავსტრალიასა და სინგაპურში. მეცნიერების ვარაუდით ახალი შტამი, შესაძლოა მალე მთელს მსოფლიოს მოედოს.

კორონავირუსის ინდური შტამი სხვებისგან განსხვავდება იმით, რომ სპაიკის ცილის ორი მუტაცია განიცადა.

სპაიკის ცილა ვირუს ნებას რთავს შეიჭრას სხეულში და დაინფიციროს, რის შემდეგაც სხეულში დიდი სისწრაფით ვრცელდება.

ექსპერტების თქმით, მაღალია რისკი, რომ ახალი ვარიანტით კოვიდგადატანილი პირი დაინფიცირდეს.




ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები