ტაძარში დაპირისპირება მოხდა

2021-04-25 12:20:00

სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება სალხინოს ტაძრის ეზოში ბზობის დღესასწაულზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. სასულიერო პირების განცხადებით, კლიმენტი კეკუტია 23 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ყოფილ მიტროპოლიტსა და მის მხარდამჭერებს. ამიტომ მას ტაძარში შესვლის უფლება არ აქვს.

დაძაბულობა მიტროპოლიტი სტეფანეს გამოჩენამაც გამოიწვია. ახალმა მიტროპოლიტმა ტაძარში შესვლა სამართალდამცველების დახმარებით შეძლო.

ადგილზე ამ წუთებშიც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები არიან მობილიზებული.