ნიკოლ ფაშინიანმა თანამდებობა დატოვა

2021-04-25 12:14:33

ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ისაუბრა და თქვა, რომ გადაწყვეტილება რიგგარეშე არჩევნების გამო მიიღო. ფაშინიანი არჩევნებში კვლავ იქნება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი.

რიგგარეშე არჩევნები სომხეთში 20 ივნისს გაიმართება.