1 გარდაცვლილი და 1 დაჭრილი

2021-04-23 17:07:05

ფიზიკურ დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. კონფლიქტი დაბა აბასთუმანში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სიტყვიერი დაპირისპირება ორი სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებს შორის მოხდა, ამ დროს კი ერთი ადამიანი სანადირო თოფით მოკლეს.

დაჭრილი ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.