ვინ იქნება რუსთავის მერობის კანდიდატი

2017-07-15 11:54:10

"ინფო რუსთავისთვის" ცნობილი გახდა იმ კანდიდატის ვინაობა, რომელსაც პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" თვითმმართველობის არჩევნებზე წარადგენს. ჩვენი წყაროს ინფორმაციით ეს არის ზურაბ მაისურაძე. ზურაბ მაისურაძე არის 57 წლის, მათემატიკოსი, ჰყავს ოჯახი, უკვე წლებია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა, იყო #16 საჯარო სკოლის დირექტორი. ბოლო პერიოდში აქტიურად ამზადებდა აბიტურიენტებს ზოგად უნარებში.

ასევე საუბარია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის ორგანიზაციამ შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნებზე ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის, დავით კირკიტაძის, კანდიდატურა დააყენოს.