თბილისში ახალგაზრდა მამაკაცმა ორსულ ცოლს სცემა. ქალი მრავალი დაზიანებით კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა, ინფორმაცია კი დღეს გავრცელდა.
შსს-ში აცხადებენ, რომ კაცი იმავე დღეს დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლითაა დაწყებული, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.