ძაბვის ზემოქმედებით კაცი გარდაიცვალა

2021-04-22 00:03:47

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მამაკაცი ელექტრო სადენების შეკეთების დროს გარდაიცვალა.

კაცი "ენერგო პრო ჯორჯიას" თანამშრომელი იყო.

როგორც "ინფო რუსთავს" კომპანიაში განუცხადეს, წინასწარი ინფორმაციით, მუშაობის დროს ძაბვის ზემოქმედების შედეგად გარდაიცვალა.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240 მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.