ქუთაისში, სახელმწიფო კლინიკის მეხუთე სართულიდან პაციენტი გადმოვარდა. 65 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
არსებული ინფორმაციით, პაციენტი კორონავირუსით ინფიცირებული იყო და კლინიკაში რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.
როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.