გიორგი ვაშაძის განცხადება

2021-04-20 23:45:34

პოლიტიკური პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით გიორგი რურუას პრეზიდენტი სამშაბათს შეიწყალებს.

ხოლო ნიკა მელია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მას შემდეგ დატოვებს, როცა პარლამენტი ამნისტიციას გამოსცემს.

ამის შესახებ ვაშაძემ ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან და საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ბატონი გვარამიასთვის, ვისაც ეგონა რომ საქეიფოდ ვიყავით აქ მოსულები, მინდა გავაცნო პროცედურა, რომელზეც შევთანხმდით ბოლო შეხვედრის დროს, ბატონი შარლ მიშელის თანდასწრებით, რომელიც იქნება პროცედურა, რომლითაც ორივე პოლიტიკური პატიმარი გათავისუფლდება.

ჩვენ აქ შევიკრიბეთ იმისთვის, რომ საბოლოო პროცედურა შეგვეთანხმებინა. სამშაბათს ჩვენ ყველანი ერთად ვარეგისტრირებთ ამნისტიის კანონს პარლამენტში.

როგორც კი ეს კანონი რეგისტრირდება, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა გვითხრა, რომ ამის შემდეგ იქნება შეწყალების აქტი მიღებული. ანუ ეს ნშნავს რომ შეწყალების აქტით რურუა გათავისუფლდება სამშაბათს და ჩვენ პარლამენტში ვიწყებთ ამნისტიის კანონის განხილვას, რომელიც შეეხება იმ მუხლებს, რომლითაც პასუხისგებაში მიცემული არიან დღეს ადამიანები 20 ივნისს ჩადენილ დანაშაულზე, მათ შორის მელია, თამლიანი და აშ. ასევე ყველა მხარემ გამოთქვა მზაობა რომ პროცედურული საკითხებიდან გამდინარე რაც შეიძლება სწრაფად მოხდება მიღება ამ კანონის, რომ გათავისუფლდეს მელია საპატიმროდან",- განაცხადა ვაშაძემ.