კაცი ტყეში მოკლული იპოვეს

2021-04-20 12:48:56

ლანჩხუთში, ტყეში მოკლული მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც "ინფო რუსთავს" ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა განუცხადა, ტყეში 50 წლამდე მამაკაცი, სავარაუდოდ, ფერმერებმა იპოვეს.

გავრცელებული ინფორმაციით, კაცს სასიკვდილო ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავის არეში აქვს მიყენებული.

მომხდართან კადავშირებით "ინფო რუსთავი" დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არკვევს.