დარღვევები საცხობებში

2021-04-20 11:05:37

საღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით სეს–ი საცხობებისა და საკონდიტროების კონტროლს ააქტიურებს.ამის შესახებ სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასშია ნათქვამი:

"სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ.

მიმდინარე წელს 578 სახელმწიფო კონტროლი (ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, გადამოწმება) განხორციელდა;

სხვადასხვა დარღვევისთვის დაჯარიმდა 63 ობიექტი, მათ შორის, კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა 20 ბიზნესოპერატორს.

ბიზნესოპერატორებს განემარტათ მოთხოვნები, რომელთა დაკმაყოფილების შემდეგ უმეტესობამ უკვე განაახლა საქმიანობა.

შემოწმებისას ძირითადად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა, გამწოვი სისტემების გაუმართაობა და ბიზნესოპერატორის რეგისტრაციის არქონა.

დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში დაუკავშირდით ცხელ ხაზს - 15 01"- ნათქვამია სეს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.