18+ ასაკის ადამიანებისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო, - ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ.
წინასწარი რეგისტრაციის მიზანია, უწყებამ სწრაფად და დაუყოვნებლად მიიღოს ინფორმაცია COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.
„ასევე, გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“ - აღნიშნულია ვებგვერდზე.
ამ დროისთვის (17:53 საათი) ვებგვერდზე 1 698 ადამიანია რეგისტრირებული. ამავე დროის მონაცემებით, რეგისტრირებულთა უმეტესობა უპირატესობას „ფაიზერს“ ანიჭებს.
რეგისტრაციის ბმული იხილეთ აქ.