გაზის ინტოქსიკაციით ცოლ-ქმარი გარდაიცვალა

2021-04-19 16:30:51

ხაშურის მუნიციპალიტეტში, დაბა სურამში უბედური შემთხვევა მოხდა.

როგორც "ინფო რუსთავს" მერის წარმომადგენელმა ირაკლი ჩადუნელმა განუცხადა, 60 წლამდე წყვილი, სავარაუდოდ, გაზის ინტოქსიკაციით გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმრის ცხედრები ნათესავმა იპოვა.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცავები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.