ავტომობილი მაღაზიაში შევარდა

2021-04-19 14:20:27

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი მაღაზია "ნოვაში" შევარდა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა, თუმცა დაზიანდა მაღაზიის ფასადი და სწრაფი გადახდის აპარატი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.

ფოტო: "ბათუმელები"