ბავშვი თონეში ჩავარდა

2017-07-14 11:37:15

4 წლის ბავშვი ცხელ თონეში ჩავარდა. შემთხვევა გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი kvira.ge ავრცელებს.

4 წლის ბიჭმა თონეში ჩავარდნის შედეგად მე-3 ხარისხის დამწვრობა მიიღო. პაციენტი ჯერ გორის რაიონულ საავადმყოფოში, შემდეგ კი თბილისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა.
„გორის რაიონში, 4 წლის ბავშვი თონეში ჩავარდა, საბედნიეროდ დედაც იქვე იყო და დროულად ამოიყვანა თონედან. თუმცა, ბავშვმა მარჯვენა ზედა და ქვედა კიდურების დამწვრობა მიიღო. პატარას მე-3 „ბ“ ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. უკვე ჩაუტარდა უმძიმესი ქირურგიული ოპერაცია. ოპერაციის შედეგად, პატარას მუხლისა და იდაყვის ფუნქციები შეუნარჩუნდა. ამჟამად პაციენტი კლინიკაში მკურნალობას აგრძელებს და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება“ – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.