არასრულწლოვანი მძღოლების რაოდენობა რუსთავში

2020-04-18 15:57:37

რუსთავში 2283 არასრულწლოვანი პირი სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობას ფლობს.

ამის შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან მიაწოდეს.

მათი მონაცემების მიხედვით, რუსთავში მართვის მოწმობას სულ 45 255 პირი ფლობს.

ცნობისთვის, საქართველოში B1 კატეგორიაზე მართვის მოწმობა 16 წლის ასაკიდან გაიცემა, 17 წლიდან მოქალაქეებს შეუძლიათ რომ A1, B და T კატეგორიის მართვის მოწმობები აიღონ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები