"ჩემს შემთხვევაში არა, უფრო სხვების შემთხვევაშია მსგავსებები"

2021-04-16 17:41:20

რიონის ხეობის მცველი, ვარლამ გოლეთიანი მასსა და ცნობილ პერსონაჟს, ჯონ სნოუს შორის მსგავსებას ვერ ხედავს. ამის შესახებ მან "ტვ პირველის" ეთერში, ჟურნალისტის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

თუმცა, რიონის ხეობის მცველის თქმით, პროტესტის სხვა მონაწილეებისა და ფილმის გმირებს შორის მსგავსება მისთვისაც თვალსაჩინო და სახლისოა.

"არამხოლოდ მე, პრაქტიკულად ის ხალხი, ვინც ამ პროტესტში აქტიურადაა ჩართული, ყველას დაკავშირებები მოხდა. სიმართლე გითხრათ, მართლა შეიმჩნევა მსგავსება, ჩემს შემთხვევაში არა, უფრო სხვების შემთხვევაშია მსგავსებები. ეს დამთხვევები ცოტა ჩემთვისაც სასაცილოა", - განაცხადა გოლეთიანმა.

რიონის ხეობის მცველმა აღნიშნა, რომ სერიალი "სამეფო კარის თამაშები" ნანახი არ აქვს.

"რაც შეეხება ნახვას, ეს სერიალი პირადად ნანახი არ მაქვს", - განაცხადა გოლეთიანმა.

შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელში სახალისო შედარებები გავრცელდა. ქსელის მომხმარებლებმა კავშირი ამჯერად არა მხოლოდ გოლეთიანსა და ჯონ სნოუს, არამედ რიონის ხეობის სხვა მცველებსა და HBO-ს საკულტო სერიალის, Game of Thrones-ის პერსონაჟებს შორისაც იპოვეს.