რუსთავში დისტანციურ სწავლებაზე 8 სკოლა გადავიდა

2021-04-19 00:55:26

რუსთავის მე-8 და 21-ე საჯარო სკოლები სწავლების სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადადის.

ასევე, დაწყებითი კლასების გარდა, ყველა კლასი დისტანციურად ისწავლის მე-17 საჯარო სკოლაშიც. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩკაშვილმა დაუდასტურა.

ხეჩიკაშვილის თქმით, მიზეზი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებში კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირება გახდა.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ სკოლებში ინფიცირებულები მაღალი კლასის მოსწავლეები არიან.

ჯამში, 3-ვე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 2000-მდე მოსწავლე დისტანციურად 2 კვირის განმავლობაში ისწავლის.

თამარ ხეჩიკაშვილის თქმით, ამ დროისთვის, სრულად დისტანციურ სწავლებაზე რუსთავის 8 სკოლაა გადასული.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები